To Support for the COVID-19-Af...

To Support for the COVID-19-Affected Economy in Samegrelo-Zemo Svaneti

პროექტის მიზანი:
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაზარალებული ბიზნეს ასოციაციების და  მეწარმე სუბიექტების პოტენციალის და სიცოცხლიუნარიანობის გაძლიერება და მოწყვლადი ჯგუფების სამუშაო ძალების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკური თავისებურებების და COVID-19-ის შედეგად შექმნილი რეალობის გათვალისწინებით.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პანდემიით დაზარალებული 3 ფორმალიზებული ბიზნეს ასოციაციის და მათი წევრი ბიზნეს სუბიექტების გაძლიერება.
ადგილობრივი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში მოქმედი დაზარალებული ბიზნეს სუბიექტების გაძლიერება, 
დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

პროექტის აქტივობები
COVID-19-ით დაზარალებული ბიზნეს გაერთიანენების და მათი წევრების გაძლიერება
რესტორატორთა ალიანსის შექმნა, 3 ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავება და მემორანდუმების გაფორმება.
3 ბიზნეს გაერთიანებისათვის და მათი წევრებისათვის  ქოუჩინგის/მენტორინგის სესიების, ასევე სპეციალიზირებული თემატური ტრენინგების მიწოდება
 3 ბიზნეს ასოციაციისათვისსაჭიროებებზე მორგებული საგრანტო დახმარების გაწევა
COVID-19-ით დაზარალებული ბიზნეს სუბიექტების გაძლიერება, დევნილთა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა
COVID-19-ით დაზარალებული სექტორების მეწარმე სუბიექტების გაძლიერება ქოუჩინგის/მენტორინგის სესიების, ასევე სპეციალიზირებული თემატური ტრენინგების მიწოდებით
დევნილთა ბიზნეს ინიციატივათა მხარდაჭერა, ქოუჩინგ/მენტორინგით, თემატური ტრენინგებით და საგრანტო დახმარების გაწევით.

სამიზნე ჯგუფები
ბიზნეს ასოციაციები და მათი წევრები
დაზარალებული მეწარმე სუბიექტები
დევნილები 
 
ბენეფიციართა რაოდენობა
პირდაპირი - 95 (ბიზნეს ასოციაციები, მეწარმე სუბიექტები და დევნილები)
ირიბი - 500 (ბიზნეს ასოციაციის წევრები, დევნილტა ოჯახის წევრები, მეწარმე სუბიექტებში დასაქმებულები, კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილები)

სამიზნე რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი (ფოთი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, აბაშა, ხობი, სენაკი, მარტვილი, მესტია)
 
პროექტის ხანგრძლივობა
დეკემბერი 2020 - სექტემბერი 2021
 
დონორი
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

KUTAISI
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

TBILISI
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

GORI
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ZUGDIDI
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA