ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა - 14 ივნისი / ზუგდიდი

14 ივნისს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა გამართა. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო პროექტის მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრები, კერძოდ - ქარგვის, ქსოვის, ხეზე კვეთის და პოლიმერული თიხის ხელნაკეთი ნივთები.

ქალთა განვითარების სათემო ცენტრი

სასწავლო სივრცეები დევნილთა 10 კოლექტიურ ცენტრში გაიხსნა.
19 მარტს ზუგდიდში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრში, ქალებისათვის სასწავლო სივრცე გაიხსნა. სასწავლო სივრცე აღჭურვილია ელექტრონული სასწავლო საშუალებებით (კომპიუტერები, პრინტერი) და მუდმივი ინტერნეტით. ქალებისათვის სივრცის შექმნას წინ უძღოდა, თავად კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების გადამზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების თემებზე.

დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში

მცირე გრანტებით, შესაძლებლობების განვითარების ტრენინგებით, და სხვა აქტივობებით სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სამეგრელოსა და აფხაზეთის ადგილობრივი მაცხოვრებელთათვის.

დასაქმების ფესტივალი / Job Fair

28 ოქტომბერს ქ. ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების მიზანი დასაქმების ხელშეწყობა და საარსებო წყაროების გაძლიერება გახლდათ.
Page 2 of 5

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA