მრგვალი მაგიდის დისკუსია - ქუთაისი

მრგვალი მაგიდის დისკუსია - ქუთაისი

ფარგლებში მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმატში შეხვედრა გაიმართა თემაზე: „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთხით არსებული მდგომარეობა და განხორციელებული აქტივობები“. დისკუსიას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები, პროექტის რესურსცენტრების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და დარგის ექსპერტები. ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ექსპერტმა შეხვედრაზე წარადგინა პრეზენტაცია, რომლის მოიცავდა ინფორმაციას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების არსებული მდგომარეობისა და განვითარების ხელშეწყობის პროგრამების შესახებ თბილისში.

მრგვალი მაგიდის დისკუსია, რომელიც პროექტის ქუთაისის პარტნიორის „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ მიერ იქნა ორგანიზებული, აგრძელებს პროექტის ფარგლებში არსებული ღონისძიებების ციკლს, რომელთა მიზანია მონაწილე ქვეყნებში საცხოვრისის მართვის გაუმჯობესება და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანული ორგანიზაციის „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO) ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA