საცხოვრისის საკითხები - შეხვედრა ეკონომი...

საცხოვრისის საკითხები - შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში

ორგანიზაციამ სამინისტროში წარადგინა საცხოვრისის სექტორის საკითხებზე შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა შემუშავება მოხდა პროექტის - „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი აღმოსავლეთ ევროპის ხუთ ქვეყანაში მიმდინარეობს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO) ხელმძღვანელობით, ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით. პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციის დოკუმენტი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ხდება საბინაო სექტორის რეფორმების მხარდაჭერა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება საცხოვრისის სფეროში.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ნინო გვენცაძე, დეპარტამენტის მოადგილე კახა ფოცხიშვილი, ასევე, ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლი, თავად რეკომენდაციის დოკუმენტის ავტორი ვლადიმერ ვარდოსანიძე, ნინო ხუხუა, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველოს წარმომადგენელი, პროექტის ქუთაისის პარტნიორი და ევროკავშირის პროექტის მონიტორი. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი და ის გერმანიასა და ხუთ პარტნიორ ქვეყანაში 2015 წლიდან ხორციელდება. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA