სოციალური უნარების ტრენინგების პირველი ე...

სოციალური უნარების ტრენინგების პირველი ეტაპი დასრულდა

სოციალური უნარების ტრენინგი 8 ძირითად თემას მოიცავდა - ეფექტური კომუნიკაცია (აღქმის სუბიექტურობა, არავერბალური კომუნიკაცია, ვერბალური კომუნიკაცია, ასერტულობა), კონფლიქტის მართვა (კონფლიქტის არსი და გადაჭრის გზები, ლიდერობა და გუნდურობა) და თვით ბრენდიგნი/პრეზენტაცია. სოციალური ტრენინგების პირველი ეტაპის სამივე რეგიონის ბენეფიციარები სექტემბრის ერთად შეიკრიბებიან ერთდღიან ექსკურსიაზე, სადაც ბენეფიციარები ერთად განიხილავენ საერთო თემებს და მოაწყობენ ინტელექტუალურ შეჯიბრებას განვლილ თემებზე დაყრდნობით.

პროექტი „საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები, სწავლების, ტრენინგების და დასაქმების გზით" საქართველოს სამ რეგიონში (კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი) ხორციელდება ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით. პროექტის თანა-განმცხადებლები არიან საზოგადოება „ბილიკი“ (გორი) და ორგანიზაცია „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ (მცხეთა). პროექტის მიზანია მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში მყოფი მოზარდების გაძლიერება სხვადასხვა ტრენინგებით, კურსებით, დასაქმებით და ზოგადად დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA