სოციალური უნარების ტრენინგები ყოფილ მსჯა...

სოციალური უნარების ტრენინგები ყოფილ მსჯავრდებულთა და პრობაციონერებისათვის დასრულდა

სოციალური უნარების ტრენინგი 4 ძირითად თემას მოიცავს - ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების მართვა, რეზიუმეს წერა და სამუშაოს მოძიება. მონაწილეები შემდგომ ეტაპზე, აგვისტოში, ბიზნეს ტრენინგებს გაივლიან და ბიზნეს წინადადებების შემუშავების შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 1200 და 3000 ევროს მოცულობის გრანტები ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად.

სექტემბერში პროექტში სამეგრელოსა და კახეტის რეგიონი მცხოვრები ყოფილი მსჯავრდებულები და პრობაციონერები ჩაერთვებიან.

ტრენინგები ტარდება პროექტის - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” - ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრითან ერთად არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდისა და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში და თბილისში ახორციელებს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA