ბიზნესის მართვის ტრენინგები - თელავი, სა...

ბიზნესის მართვის ტრენინგები - თელავი, საგურამო და გორი

რომელსაც 21 ადგილობრივი ორგანიზაციის (ააიპ, შპს, ი.მ., საინიციატივო ჯგუფი) წარმომადგენელი და დაინტერესებული პირი (საშუალო მეწარმე) დაესწრო. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება აქვთ შეიმუშაონ და წარმოადგინონ წინადადებები და მიიღონ 17 000 ევრო სოციალური საწარმოების დასაფუძნებლად. პროექტის ფარგლებში 6 სოციალური საწარმო დაფუძნდება, რომლებშიც პროექტის ბენეფიციარები, მცირე საოჯახო სახლებსა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, დასაქმდებიან.

პროექტი „საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები, სწავლების, ტრენინგების და დასაქმების გზით" საქართველოს სამ რეგიონში (კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლი) ხორციელდება ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით. პროექტის თანა-განმცხადებლები არიან საზოგადოება „ბილიკი“ (გორი) და ორგანიზაცია „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ (მცხეთა). პროექტის მიზანია მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში მყოფი მოზარდების გაძლიერება სხვადასხვა ტრენინგებით, კურსებით, დასაქმებით და, ზოგადად, მოწყვლადი მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA