საერთაშორისო სემინარი - ბინათმესაკუთრეთა...

საერთაშორისო სემინარი - ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერა რესურსცენტრების მეშვეობით

- "ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერა რესურსცენტრების მეშვეობით" - საუკეთესო პრაქტიკა და მიღებული გამოცდილება”. სემინარის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO, ბერლინი)“ და MAMA-86-Odessa. ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში.
პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა მხარი დაუჭიროს ბინათმესკუთრეთა გაერთიანებებს ცნობიერების ამაღლების აქტივობებისა და კონსულტაციების მეშვეობით. სტრუქტურირებული და მდგრადი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, პარტნიორ ქვეყნებში შეიქმნა 11 რესურს ცენტრი, რომელთა მიზანია საბინაო სექტორის შესახებ ცნობიერების ამაღლება. რესურცენტრების საქმიანობა მრავალფეროვანია. ცენტრის სპეციალისტები მოქალაქეებს კონსულტაციებს უწევენ საერთო ქონების მოვლა-პატრონობის საკითხებზე, უტარებენ ტრენინგებსა და სემინარებს, მოქმედებს სატელეფონო "ცხელი ხაზი". რესურსცენტრებში მუშავდება ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესების საკითხებზე რეკომენდაციები. ისინი ქმნიან ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სექტორისათვის საცხოვრისის სექტორში არსებული გამოწვევების განხილვის პლატფორმას. ორი წლის განმავლობაში რესურსცენტრების თანამშრომლებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს ტრენინგებსა და სასწავლო სემინარებზე და გაეცნენ საერთაშორისო კოლეგების გამოცდილებას.

საერთაშორისო სემინარზე - "ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერა რესურსცენტრების მეშვეობით" - წარმოდგენილი იქნება საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოსა და უკრაინის მაგალითზე. მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, მიღწევებს, შემუშავებულ მასალებს და ასევე განიხილავენ სიძნელეებსა და საკითხებს, რომლებსაც წააწყდნენ ამ პროცესში და გადალახეს.

საერთაშორისო სემინარის ფარგლებში დაგეგმილია ცალკე დისკუსია თემაზე "რესურსცენტრის მდგრადი ფუნქციონირება", რომელიც ორგანიზებული იქნება ფორმატის “Knowledge-Café”-ს ფორმატში, რომლის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა განიხილონ მიღწეული შედეგები და განიხილონ წინადადებები შესაძლო რესურსცენტრების ფუნქციონირების შემდგომი მხარდაჭერისათვის.

საერთაშორისო სემინარის მონაწილეები ასევე მონაწილეობას მიიღებენ გამოფენა-ფორუმში "ენერგო-სფერო" და ეწვევიან ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ცენტრს.
რესურსებისცენტრების წარმომადგენლები განიხილავენ საცხოვრებელი უძრავი ქონების მართვის გაუმჯობესების საკითხებს, ხოლო საერთაშორისო კონფერენციის "შენობების მოდერნიზაციის" ფარგლებში განხილულ იქნება საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების ენერგეტიკული სანაციისათვის ჩარჩო პირობების შექმნის საკითხი.

პროექტი „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ევროკავშირის მხარდაჭერით გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში 2015 წლიდან ხორციელდება. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

დამატებითი ინფორმაცია საერთაშორისო სემინარის "ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერა რესურსცენტრების მეშვეობით" და პროექტის "HOME" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: www.jildom.com 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA