საერთაშორისო კონფერენცია - "შენობების მო...

საერთაშორისო კონფერენცია - "შენობების მოდერნიზაცია"

კონფერენციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO, ბერლინი, გერმანია), MAMA-86-Odessa (ოდესა, უკრაინა) და უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო ასოციაცია (MAMН, მინსკი, ბელარუსი). საბინაო ფონდის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება საბინაო პრობლემებისა და ენერგიის დაზოგვის პრობლემის გადაჭრის კუთხით. შენობების მოდერნიზაცია მიზნად ისახავს საცხოვრისის სტრუქტურული ნაწილებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განახლებას, რათა შენარჩუნებულ იქნეს და გაუმჯობესდეს შენობაში საცხოვრებელი პირობები. ის ასევე ითვალისწინებს შენობის ტექნიკური მახასიათებლების თანამედროვე ენერგეტიკულ ნორმატივებთან შესაბამისობაში მოყვანას.

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში თანდათან გროვდება საცხოვრებელი სახლების მოდერნიზაციის გამოცდილება, მათ შორის ერთობლივი საერთაშორისო პროექტებისა და უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების შედეგად. პანელური საცხოვრებელი კორპუსების მასშტაბური რეკონსტრუქციის გამოცდილება არსებობს გერმანიაში, სადაც მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების გამოყენებამ და მთავრობის ყველა დონეზე არსებულმა მხარდაჭერის პროგრამებმა შესაძლებელი გახადა საკმაოდ მოკლე დროში, დაახლოებით 20 წელიწადში აღმოსავლეთ გერმანიაში საცხოვრებელი ფონდის სანაცია.

საერთაშორისო კონფერენციაზე "შენობების მოდერნიზაცია" თავს მოიყრის 100-ზე მეტი სხვადასხვა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელი, რათა განიხილონ საკმაოდ მწვავე თემა, რომელიც გადაჭრას მოითხოვს - ზოგადად, საცხოვრისის მოდერნიზაცია და კონკრეტულად, უკრაინის მაგალითზე.

კონფერენციაზე აზერბაიჯანელი, ბელარუსი, გერმანელი, ქართველი, ყაზახი, ლატვიელი, მოლდოველი და უკრაინელი ექსპერტები განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს, როგორიცაა:
- საცხოვრებელი უძრავი ქონების მართვის გაუმჯობესება და ჩარჩოს პირობების შექმნა საცხოვრებელი და საჯარო შენობების ენერგოეფექტური სანაციის განხორციელებისათვის;
- შენობების მოდერნიზაციის სტრატეგია უკრაინაში;
- საცხოვრებელი მასივების მოდერნიზაცია და ახალი ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენება;
- საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების ენერგოეფექტური სანაციის პროექტების განხორციელების ფინანსური მექანიზმები უკრაინაში.

პროექტი "გერმანულ-უკრაინული ენერგოეფექტურო სახლები" ფინანსდება გერმანიის ფედერალური ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ. კონფერენციაზე განიხილება შემდეგი თემები: "დისკუსია უკრაინაში შენობების მოდერნიზაციის სტრატეგიის შესახებ" და "საცხოვრებელი სახლების ყოვლისმომცველი სანაციის ეკონომიკური მიზანშეწონილობა და მისი დაფინანსება, შემდეგი ნაბიჯები ".

ბოლო დისკუსიაზე წარგენილ და განხილულ იქნება პროექტის "გერმანულ-უკრაინული ენერგოეფექტური სახლების" ფარგლებში ჩატარებული ყოვლისმომცველი მოდერნიზაციის შუალედური შედეგები, რომელიც უკრაინის 20 საცხოვრებელ სახლში ხორციელდება. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში შემუშავებული კომპლექსური სანაციის კონცეფცია შემუშავებულია შერჩეული სახლების უმეტესობისათვის.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გენერალური კონსული, ვოლფგანგ მესინგერი, ევგენი მაგლევანი, უკრაინის სახელმწიფო ენერგოეფექტურობისა და ენერგომომარაგების სააგენტოს ტექნიკური რეგულირების დეპარტამენტის დირექტორი, ბასტიან სტენცელი, გერმანიის ენერგეტიკის სააგენტოს (DENA) აღმოსავლეთ ევროპის პროექტების მენეჯერი, და ვერნერ მერკელი, უძრავი ქონების მმართველი კომპანია VEGIS- ის დირექტორი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციების, ბანკებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.
კონფერენციის შედეგად უკრაინის მთავრობის, დონორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და მუნიციპალიტეტებისათვის მომზადდება რეკომენდაციები საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების მოდერნიზაციის შესახებ.

კონფერენციის მეორე სექცია - "საცხოვრებელი უძრავი ქონების მართვის გაუმჯობესება. საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური სანაციის უზრუნველყოფის ჩარჩო პირობების შექმნა" - არის ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ჩატარდება შემდეგი პროექტების ფარგლებში:
- პროექტი „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“;
- პროექტი "გერმანულ-უკრაინული ენერგოეფექტური სახლები";
- უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო ასოციაციის IX საერთაშორისო კონფერენცია.

პროექტი „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ევროკავშირის მხარდაჭერით გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში 2015 წლიდან ხორციელდება. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA