ლევან მახარობლიძე - ქუთაისი

ლევან მახარობლიძე - ქუთაისი

ლევან მახარობლიძე აფხაზეთიდან გახლავთ. ქუთაისში ლითონის დამუშავების ბიზნესს ის წარმატებით უძღვება და საწარმოში სტაბილურად ექვს ადამიანს ასაქმებს. პროექტის ფარგლებში ლევან მახარობლიძემ გაიარა ბიზნეს ტრენინგები, შეიმუშავა ბიზნეს წინადადება და, საბოლოოდ, 2000 ევროს მოცულობის გრანტი მიიღო მატერიალური ფასეულობის სახით. ამ თნხით მან სახარატე მოწყობილობა, შედუღების აპარატი და სხვა საშუალებები შეიძინა. „ახალი ხელსაწყოებით შრომა შემიმსუბუქდა და დროც დამეზოგა. სახარატე დანადგარი მრავალფუნქციურია და წარმადობა დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი”, - ამბობს ის. საწარმოში პროექტის ფარგლებში დამატებით ორი ადამიანი დასაქმდა, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 500-600 ლარს შეადგენს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA