ნაილი შავშიშვილი - ხიდისთავი / გორი

ნაილი შავშიშვილი - ხიდისთავი / გორი

ნაილი შავშიშვილი სოფელ ხიდისთავის მე-11 კლასის მოსწავლეა. პროექტის ფარგლებში მან სამი სხვადასხვა კლუბის - მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია - აქტივობებში მიიღო მონაწილეობა. „კლუბში შესაძლებლობა გვქონდა სხვადასხვა პრეპარატებს შევხებოდით, ცდები ჩაგვეტარებინა და მიკროსკოპთან გვემუშავა. როცა ლაბორატორიასთან, ცდებთან, სხვადასხვა პრეპარატებთან გაქვს შეხება, სწავლა გაცილებით მარტივია”, - ამბობს ის. ნაილი შავშიშვილი ერთ-ერთი აქტიური იყო ჯგუფში. ის პედაგოგს ასისტენტობას უწევდა და დაბალი კლასის მოსწავლეებს საკლუბო აქტივობების შესრულებაში ეხმარებოდა. გარდა ამისა, მან ხიდისთავის სკოლაში ღია კარის დღე მოაწყო და პროექტში ჩართულ სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩვენებელი ცდები წარუდგინა. 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA