მცირე ბიზნესის 10-მა წარმომადგენელმა გრა...

მცირე ბიზნესის 10-მა წარმომადგენელმა გრანტი მიიღო

19 ოქტომბერს, ცენტრი „აფხაზეთის“ თბილისის ოფისში, საგრანტო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც არბაიტერ სამარიტერ ბუნდისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. საგრანტო კომიტეტმა იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერების 25-მდე ბიზნეს წინადადება განიხილა და 10 საუკეთესო პროექტი გამოავლინა. გამარჯვებული ბიზნეს წინადადებების ავტორები ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად 3000 და 1200 ევროს მოცულობის გრანტებს მიიღებენ მატერიალური ფორმით.

კამპანიის #გზასაზოგადოებისკენ ფარგლებში 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი მიიღებს სხვადასხვა სახის სარგებელს. პროექტი ხორციელდება კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში და ქ. თბილისში.

ტარიელ გურგენიძე - მეჯვრისხევი (გორი)
ვაშლის ძმრის წარმოება

ვაშლის ძმრის დამზადება ტარიელ გურგენიძის ოჯახის ტრადიცია გახლავთ. პროექტის ფარგლებში გრანტის სახით მან 1200 ევრო მიიღო. ამ თანხით ის ძმრის მასის მოსათავსებლ ავზებს შეიძენს და ნატურალური ვაშლის ძმრის დიდი ოდენობით წარმოების შესაძლებლობა ექნება.

კამპანია #გზასაზოგადოებისკენ 2020 წლამდე გრძელდება და 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი სხვადასხვა სახის სარგებელს მიიღებს.
დაგვიკავშირდით: 577 037 011 / 2 944 544
ვიდეო იხილეთ აქ https://youtu.be/lTIIYGKRoz0 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA