დევნილებმა თემში არსებული 5 ძირითადი პრო...

დევნილებმა თემში არსებული 5 ძირითადი პრობლემა გამოავლინეს

26 ოქტომბერს გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მდებარე დევნილთა ჩასახლებებში (კოლექტიური ცენტრები და კოტეჯური დასახლებები) მცხოვრებ პირებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი ადვოკატირების კამპანიის თემების იდენტიფიცირება და სამუშაო ჯგუფების შერჩევა გახლდათ.

დევნილთა თემში პირველადი გამოკითხვისა და მომდევნო ეტაპზე ჩატარებული ტრენინგების დროს დასახელებული იყო ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემები. ადვოკატირების კამპანიისათვის, რომელიც ნოემბერში ჩატარდება, 5 ძირითადი პრობლემა თავად მონაწილეებმა შეარჩიეს. პრობლემების გადასაჭრელად დევნილები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და მრგვალი მაგიდის სხდომებს გამართავენ. 

ცენტრი „აფხაზეთი“ პროექტს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის (CISU) ფინანსური ხელშეწყობითა და ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) პარტნიორობით ახორციელებს. პროექტი 20 ლოკაციას მოიცავს და 2018 წლის მარტში დასრულდება.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA