საჯარო შეხვედრა სოციალურ სფეროში მომუშავ...

საჯარო შეხვედრა სოციალურ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან

21 ნოემბერს, ქ. გორის მერიაში, სოციალურ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი დაინტერესებული მხარეებისათვს ინფორმაციის გაზიარება გახლდათ, კერძოდ იმ ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში ქმნიან, ახორციელებენ და ავითარებენ სხვადასხვა სოციალური სერვისებს. სხდომას ესწრებოდნენ მრჩეველთა საბჭოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები (შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოებ ოქრომელიძე, ქ. გორის მერის მოადგილე ეკატერინე უხიშვილი, მაჟორიტარი პარლამენტარი - იოსებ მაკრახიძე) და საკითხით დაინტერესებული ადამიანები. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: რეგიონში მიმდინარე სოციალური პროექტები, მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა და მიღწევები; PIN-ის მიერ. მხარდაჭერილი სოციალური პროექტები და სხვა.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის მიერ. პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი”. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის.

KUTAISI HEAD OFFICE
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: pr@chca.org.ge

TBILISI OFFICE 
Tel.: +995 322 944 544
E-mail: tbilisi@chca.org.ge

BRANCH OFFICE GORI 
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge 

BRANCH OFFICE ZUGDIDI
Tel: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

BRANCH OFFICE BATUMI
Tel: +995 422 227 857
E-mail: batumi@chca.org.ge

BREANCH OFFICE TELAVI
Tel.: +995 599 862 298
E-mail: telavi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA