საქართველოში სამოქალაქო საცხოვრისის სფერ...

საქართველოში სამოქალაქო საცხოვრისის სფეროს სისტემური რეფორმის კონცეფციის ძირითადი მონახაზი

გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში არის ევროკავშირის მხარდაჭერილი სამწლიანი პროექტი, რომელიც 2015 წლიდან გერმანიასა და ხუთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს სამ ხალხმრავალ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხორციელდება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საცხოვრისის სფეროში საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლის გაძლიერებას სამიზნე ქვეყნებში. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

საქართველოში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების ინიციატივით,მოწვეულ ექსპერტთან, პროფესორ ბატონ ვ. ვარდოსანიძესთან თანამშრომლობით, შემუშავდა საქართველოში  საქალაქო საცხოვრისის სფეროს სისტემური რეფორმის კონცეფციის ზოგადი მონახაზი - სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც მიმოიხილავს საცხოვრისის სფეროს სხვადასხვა განზომილებასა და შემდეგ ნაწილებადაა ჩამოყალიბებული: 1. პრობლემური ვითარების გამოვლენა; 2. პოლიტიკური ნების განცხადება; 3. ცნებითს-ტერმინოლოგიური აპარატის განვითარება; 4. საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება; 5. ინსტიტუციური სტრუქტურის გამართვა; 6. სამეცნიერო-მეთოდოლოგიური ბაზა; 7. საინფორმაციო თანხლება და მონიტორინგი; 8. ურბან-მენეჯმენტი; 9. საფინანსო-ეკონომიკური უზრუნველყოფა; 10. დაგეგმვა-დაპროექტება; 11. სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტები. ნაშრომის თითოეულ ნაწილში გაანალიზებულია საცხოვრისის სხვადასხვა ასპექტი, მიმდინარე ვითარება და  რეკომენდაციების სახით მოცემულია სისტემური რეფორმების ხედვა.
გერმანელი ექსპერტის, ტომას იანიცკის შეფასებით, „აღნიშნულ რეკომენდაციებს ძალუძთ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ არსებული ვითარების გაუმჯობესებაში.  აღნიშნული ანალიზით მოხდა ქვეყნის მთავარი პრობლემის განხილვა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას“. რეკომენდაციის დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორისათვის, რათა მოხდეს საცხოვრისის საკითხების საჯარო სივრცეში განხილვა და არსებული გამოწვევების გადაჭრა.   

დოკუმენტის ვრცელ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: 
http://bit.ly/2BnOl5j  

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA