მრგვალი მაგიდის სხდომა გორში

მრგვალი მაგიდის სხდომა გორში

7 დეკემბერს გორში მრგვალი მაგიდის სხდომა გაიმართა თემაზე „დევნილთა თემში არსებული პრობლემები და გამოწვევები“. შეხვერდრას გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი თემის, ადგილობრივი მთავრობის და დევნილთა თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მრგვალი მაგიდის სხდომაზე კოტეჯური ტიპის დევნილთა დასახლებებში მცხოვრებმა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადგილზე არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისაკენ” ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის (CISU) ფინანსური ხელშეწყობითა და ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) პარტნიორობით შიდა ქართლში ახორციელებს. პროექტი 20 ლოკაციას მოიცავს და მისი მიზანია დევნილი თემების ცოდნის ამაღლება, უნარ-ჩვევების განვითარება და ჩართულობის გაზრდა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს წარმატებული ადვოკატირების პროცესის ჩატარებას ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.

სურათები იხილეთ აქ: http://bit.ly/2A0qsAi 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA