ქსელი „პრო-ინტეგრაცია“ - 14-15 დეკემბერი...

ქსელი „პრო-ინტეგრაცია“ - 14-15 დეკემბერი 2017, ბორჯომი

ქსელი "პრო-ინტეგრაციის" წევრები და დევნილთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ორდღიან სემინარზე ქ. ბორჯომში შეიკრიბნენ.
ღონისძიება გაიმართა პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისაკენ” ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ და კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის (CISU) ფინანსური ხელშეწყობითა და ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) პარტნიორობით შიდა ქართლში ახორციელებს. პროექტის მიზანია დევნილი თემების ცოდნის ამაღლება, უნარ-ჩვევების განვითარება და ჩართულობის გაზრდა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს წარმატებული ადვოკატირების პროცესის ჩატარებას ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.

ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა დევნილ თემში არსებული და გადაუჭრელი პრობლემები განიხილეს და შეფასეს, აგრეთვე ისაუბრაეს მათი მოგვარების გზებსა და ადგილზე გამართულ თუ მომავალში გასამართ ადვოკატირების კამპანიებზე. 2018 წლის თებერვალში პროექტის დონორი ორგანიზაცია დევნილთა თემში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით მცირე საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს.

ცენტრმა "აფხაზეთმა" შეხვედრაზე "პრო-ინტეგრაციის" წევრებსა და პოტენციურ წევრებს ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა - “დევნილი მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა დევნილის შემწეობის რეფორმის შესაძლო ალტერნატივებთან მიმართებით” - წარუდგინა.

ბორჯომი - http://bit.ly/2kOgNGF

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA