მატერიალური ფასეულობების გადაცემა ეკონომ...

მატერიალური ფასეულობების გადაცემა ეკონომიკური საქმიანობისთვის - გორი/ქუთაისი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში 15 დეკემბერს ქ. გორში და 16 დეკემბერს ქ. ქუთაისში გაიმართა ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ცერემონია. პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. ASB-სთან ერთად პროექტის განმახოციელებელი ორგანიზაციები არიან: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG).

ღონისძიებაზე პროექტის 23 ბენეფიციარს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები - მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვა - გადაეცა. თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება 400, 1200 და 3000 ევროს ღირებულების გახლავთ. 

პროექტში შიდა ქართლის და იმერეთის რეგიონიდან 50-მდე ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი იყო ჩართული. თითოეული მონაწილე დაესწრო ოთხდღიან ტრენინგს თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები”. გარდა ამისა, მონაწილეთა ნაწილმა გაიარა ორთვიანი პროფესიული გადამზადების კურსი და ბიზნესის დასაწყებად მიიღო 400 ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა მატერიალური ფასეულობის სახით, ხოლო ბენეფიციართა ნაწილმა გაიარა ბიზნეს ტრენინგი და შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო 1200 და 3000 ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა მატერიალური ფასეულობის სახით  ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად. 

პროექტი - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” - შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის რეგიონში და ქ. თბილისში ხორციელდება. პროექტი 2020 წელს დასრულდება და მასში 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი მიიღებს სხვადასხვა სახის სარგებელს. 2018 წლის გაზაფხულზე შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში პროექტში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი დაიწყება.

#გზასაზოგადოებისკენ
#ცვლილებებიიწყებაშენით

ქუთაისი - http://bit.ly/2kPh8c2
გორი - http://bit.ly/2oOlyFB 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA