14-მა მეწარმემ უპროცენტო სესხი მიიღო - პ...

14-მა მეწარმემ უპროცენტო სესხი მიიღო - პროექტი ზრდა საქართველოში

20 დეკემბერს ცენტრი „აფხაზეთის“ თბილისის ოფისში სასესხო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები მცირე მეწარმეების 23 ბიზნეს წინადადება (მებოსტნეობა, მეფუტკრეობა, საოჯახო სასტუმრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტი, ხის საამქრო) განიხილა და მათგან 14 საუკეთესო უპროცენტო სესხით დააფინანსა. გაცემული სესხის საერთო ოდენობა 75 ათასამდე ლარს შეადგენს. „პროექტი ზრდა საქართველოში“ 5 წლიანი პროექტია და საერთო ჯამში უპროცენტო სესხებით 150 მეწარმე ისარგებლებს. ამ ეტაპზე დაფინანსებულია 59 მცირე/დამწყები მეწარმე. მომდევნო ციკლზე განაცხადების მიღება 15 იანვრიდან დაიწყება. 

ჯემალი ბიგვავა - დარჩელი / ზუგდიდი
ფუტკრის საკვები სიროფის წარმოება
ჯემალ ბიგვავამ ფუტკრის საკვები სიროფის წარმოების განსავითარებლად პროექტისაგან 4000 ლარის ოდენობის უპროცენტო სესხი მიიღო, რომელსაც ის წარმოებისათვის აუცილებელი დანადგარების (ქვაბი, კომპრესორი, რეფრაქტომეტრი, შაქრის საფქვავი და სხვა) შესაძენად გამოიყენებს.

„სამეგრელოში ამ ტიპის საკვებს არავინ აწარმოებს, შემოტანა ძირითადად თბილისიდან ხდება და საკმაოდ ძვირი ღირს. ფასი 7 დან 10 ლარის ფარგლებში მერყებოს. ჩემს მიერ წარმოებული პროდუქტის სარეალიზაციო ფასი 4 ლარი იქნება. ფუტკრის 1 ოჯახს წელიწადში დაახლოებით 10-15 კგ საკვები სჭირდება. სამეგრელოს რეგიონში არსებულ მეფუტკრეებს დაახლოებით 10 000 ზე მეტი ფუტკრის ოჯახი ჰყავს. მე რეგიონის ყველა მეფუტკრესთან მაქვს კომუნიკაცია, რაც პროდუქციის რეალიზებას გამიადვილებს. გარდა ამისა, ბიზნესში 3 ადამიანს დავასაქმებ, რომელთა საშუალო თვიური ანაზღაურება 300-400 ლარი იქნება“.
 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA