ხანდაზმულებმა მოქალაქეებისაგან საახალწლო...

ხანდაზმულებმა მოქალაქეებისაგან საახალწლო საჩუქრები მიიღეს - ხურვალეთი/გორი

ხანდაზმულთა სახლში - “სახლი საზღვრებს გარეშე” - მცხოვრებმა მოხუცებმა საახალწლო სურვილები ფურცლებზე დაწერეს, რომელიც შემდეგ სახლის ხელმძღვანელმა „სახლის” ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან ბევრმა კერძო პირმა თუ რიგითმა მოქალაქემ მოხუცების დახმარების და მათთვის საახალწლო სურვილების ასრულების სურვილი გამოთქვა.

ცენტრმა „აფხაზეთმა“ 28 სექტემბერს თბილისში მოგროვებული საჩუქრები მოხუცებს ხურვალეთში ჩაუტანა. ორგანიზაცია მადლობას უხდის ყველას გამოჩენილი გულისხმიერებისა და გაღებული სიკეთისათვის. 

მეტი სურათი იხილე აქ http://bit.ly/2DyNNvN 

სოფელ ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარი “სახლი საზღვრებს გარეშე” 2016 წლის დასაწყისში გაიხსნა ცენტრი “აფხაზეთისა” და არბაიტერ-სამარიტერ- ბუნდის მიერ ამერიკის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA