ცენტრმა „აფხაზეთმა“ ახალი პროექტის განხო...

ცენტრმა „აფხაზეთმა“ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

13 თებერვალს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. პროექტის თანამშრომლებმა დაინტერესებულ პირებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს. თებერვალში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გოგონები და ახალგაზრდა ქალები ხელსაქმის - პოლიმერულ თიხასა და სუტაჟის ტექნიკაზე მუშაობა - ჯგუფებში მეცადინეობებს დაიწყებენ. გარდა ამისა, პროექტის ბენეფიციარები სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩაერთვებიან და ტრენინგებში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის დასასრულს მონაწილეთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ „ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროგრამის (BST) ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქ. სოხუმსა და მიმდებარე სოფლებში ახორციელებს. პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
 
პროექტით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია: http://bit.ly/2BVCL5u 
 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA