„პროექტი ზრდა საქართველოში“ - საინფორმაც...

„პროექტი ზრდა საქართველოში“ - საინფორმაციო შეხვედრა ანაკლიაში

23 მარტს ანაკლიაში, სასტუმრო „პალმ ბიჩში“, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ გამართა საინფორმაციო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოღვაწე მეწარმეებთან. ორგანიზაციის საარსებო წყაროებისა და ეკონომიკური განვითარების პროექტების მენეჯერმა, დავით გუჩუამ, სტუმრებს რეგიონში მიმდინარე პროექტი „ზრდა საქართველოში“ გააცნო. გარდა ამისა, შეხვედრაზე ნაჩვენები იყო პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმი, რომელიც ორწლიან შედეგებსა და წარმატებული ბენეფიციარების ისტორიებს მოიცავდა. 

საინფორმაციო შეხვედრას 30-მდე მეწარმე დაესწრო. მათ შორის იყვნენ როგორც პოტენციური, ასევე უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებიც. პროექტის ფარგლებში მომავალ კვირას უპროცენტო სესხების მიღების მსურველთათვის (20 ადამიანი), რომლებმაც პროექტში ჩართვის სურვილი უკვე გამოთხვეს და ცენტრი „აფხაზეთის“ ზუგდიდის ოფისში სააპლიკაციო განაცხადი შეავსეს, ბიზნეს ტრენინგებს გაივლიან. ტრენინგის დასრულების შემდგომ კი მონაწილეები ტრენერის უშუალო ჩართულობითა და დახმარებით ბიზნეს წინადადებებს შეიმუშავებენ. აპრილის ბოლოს 15 საუკეთესო ბიზნეს წინადადების ავტორი სასესხო კომიტეტის გადაწყვეტილებით 10 000 ლარამდე ოდენობის უპროცენტო სესხს მიიღებს.

„პროექტი ზრდა საქართველოში“ ხუთწლიანი პროექტია. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ქემონიქს ინტერნეიშენალის ფინანსური ხელშეწყობით „ზრდას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს. 2016-2017 წლებში პროგრამის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა მიიღო 59-მა მეწარმემ საოჯახო სასტუმროების, სოფლის მეურნეობის და სერვისების განვითარების მიმართულებებით. „ზრდა საქართველოში“ 2021 წლამდე გაგრძელდება. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში 150 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას, მთლიანი სასესხო კაპიტალის ოდენობა 625 000 ლარს შეადგენს. 

მეტი სურათი იხილეთ აქ https://bit.ly/2Gk8tex

მარინა სორდია - ანაკლია / ზუგდიდი საოჯახო სასტუმროს განვითარება

მარინა სორდია ოჯახთან ერთად ანაკლიაში ცხოვრობს. საოჯახო სასტუმროს ბიზნესი მან 2012 წლიდან დაიწყო. 2017 წელს მარინამ პროექტი “ზრდას“ ფარგლებში 7 000 ლარის ოდენობს უპროცენტო სესხი მიიღო და თანხა სასტუმროს ზედა სართულის კეთილმოწყობას მოახმარა. ახლა სასტუმრო „ვაით ჰაუზს“ ერთდროულად 50 სტუმრის მიღება შეუძლია. 2017 წლის ზაფხულში მარინა სორდიამ 20 000 ლარის გამომუშავება შეძლო. საოჯახო სასტუმროში ზაფხულის სეზონზე 8 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 500 ლარს შეადგენს. მარინა სორდია ამბობს, რომ ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო სასტუმროს ფუნქციონირების შედეგად მიღებული შემოსავალია და, შესაბამისად, ის ძალებს არ დაზოგავს სასტუმროს განვითარებისათვის.

ვიდეო რგოლი - წარმატებული ბენეფიციარები https://bit.ly/2IkNTIo 

 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA