“პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცი...

“პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია”

8-9 მარტს ფოთისა და სენაკის, ხოლო 16-17 მარტს ქუთაისისა და წყალტუბოს დევნილი თემის წარმომადგენლებისათვის თემაზე „პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია“ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც 43 მონაწილე დაესწრო. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა მცირე სამუშაო ჯგუფებში იმუშავეს და წარმოადგინეს თემში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები. გარდა ამისა, თითოეული პრობლემა დაყვეს პრიორიტეტების მიხედვით და მოახდინეს მათი რანჟირება. 

დევნილი თემის მხრიდან თემში არსებული ძირითადი პრობლემის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, პროექტის ფარგლებში მათი აქტიური ჩართულობით მათ მიერვე შერჩეული ყველაზე პრიორიტეტული პრობლემის გარშემო ჩატარდება ადვოკატირების კამპანია, მრგვალი მაგიდის სხდომები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები და სხვ. ზემოთაღნიშნული აქტივობების მიზანი ადგილზე არსებული პრობლემის დადებითად მოგვარება გახლავთ. პროექტში ქუტაისის, წყალტუბოს, სენაკისა და ფოთის დევნილთა 35 დასახლებაა ჩართული.

თეკლე ჩიჩუა - სენაკი
სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელი

აფხაზეთიდან დევნილი 19 წლის თეკლა ჩიჩუა სენაკში, სკოლა ინტერნატის ყოფილ შენობაში ცხოვრობს. ის დასახლებაში არსებული სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარეა. „მინდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობებში აქტიური მონაწილეობა მივიღო. ჩვენ დასახლებაში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, თუმცა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი შიდა ეზოს მოწყობა გახლავთ. ზაფხულში ეზოში საშინელი მტვერი დგება, ხოლო ზამთარი გაუვალი გუბეებია. ტრენინგებიდან სწორედ იმ ცოდნასა და გამოცდილებას ვიძენ, რომელიც ჩემს თემში არსებული გამოწვევების დაძლევაში დამეხმარება“, - ამბობს ის.

პროექტის სახელი: იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით
დონორი: ევროპის ფონდი
 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA