ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

სუტაჟის ტექნიკის სწავლება ახალგაზრდა ქალებისა და გოგონებისათვის 3 თვე გაგრძელდება. ამჟამად, პროფესიონალი პედაგოგის დახმარებით 11 მონაწილე აქტიურად ეუფლება ახალ ხელობას. „მონაწილეთა ნაწილი სუტაჟის ტექნიკას მარტივად ითვისებს, ნაწილს კი მეტი ახსნა სჭირდება. ჩვენ უკვე სამი კვირაა ვმუშაობთ და ამ ეტაპისთვის პირველი მიღწევები უკვე გვაქვს. ჩემს მოსწავლეებს მე სულ ვუმეორებ, რომ აქსესუარის შექმნისას ყველაზე მთავარი სისუფთავე და სისწორეა და, ცხადია, გემოვნება, რომელიც ყველაფერში წამყვანია“ - ამბობს სუტაჟის ტექნიკის პედაგოგი ირინა ყორშია.

სალომე ქარდავა - ზუგდიდი
სუტაჟის ტექნიკის ჯგუფის მონაწილე

აფხაზეთიდან დევნილი სალომე ქარდავა ზუგდიდში ცხოვრობს. განათლებით რელიგიათმცოდნეა, თუმცა პროფესიით დასაქმება გაუჭირდა. რამდენიმე წლის წინ ქარგვის ხელობა შეისწავლა და ნაქარგების რეალიზება დაიწყო. მიმდინარე წლის მარტში ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტში ჩაერთო და სუტაჟის ტექნიკის სწავლა დაიწყო. „მეგობარმა მითხრა პროექტის შესახებ და სიამოვნებით ჩავერთე. მინდა სუტაჟის ტექნიკას დავეუფლო. ბისერებით ქარგვა უკვე ვიცი, ამიტომ ამ ტექნიკის სწავლა, ვფიქრობ, არ გამიჭირდება. ახალი ხელობა მომავალში ჩემი საქმიანობის გაფართოებასა და მცირე ბიზნესის წამოწყებაში დამეხმარება. სუტაჟის ტექნიკით შექმნილი აქსესუარებით მინდა ქუდები, კლაჩები, ფეხსაცმელი და სხვა ნივთები გავაფორმო და გასაყიდად გავიტანო“ - ამბობს სალომე.

პროექტის სახელი: ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა
დონორი: შავი ზღვის ნდობა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროგრამა

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA