​მედია კონკურსი 2018 - 26 აპრილი, ანაკლი...

​მედია კონკურსი 2018 - 26 აპრილი, ანაკლია

26 აპრილს, ანაკლიაში, მედია კონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ. მედია კონკურსი თემაზე „დევნილთა პრობლემები და გამოწვევები საქართველოში“ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთისა“ და კონსორციუმი „სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ ინიციატივით მოეწყო. კონკურსში თბილისის, გორის, ქუთაისის და ზუგდიდის ტელევიზიის, რადიოსა და ონლაინ მედიის 18-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილი - სოფო მთივლიშვილი „რას ნიშნავს იყო დევნილი“, ტელეკომპანია იმედი, ქ. თბილისი მეორე ადგილი - გვანცა დოლუაშვილი „სოფელი 10 წლის ისტორიით“, რადიო „მოზაიკა“, ქ. გორი მესამე ადგილი - სალომე ფაცაცია „სენაკის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მაცხოვრებლებს პრობლემები ემუქრებათ“, რადიო „ათინათი“, ქ. ზუგდიდი ქსელი „პრო-ინტეგრაციის“ რჩეული - გვანცა დოლუაშვილი „სოფელი 10 წლის ისტორიით“, რადიო „მოზაიკა“, ქ. გორი „მედია კონკურსი 2018“ შემაჯამებელი ვიდეო რგოლი იხილეთ აქ: https://bit.ly/2Hxu1WF პროექტი: “სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ორგანიზატორი: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) დონორი: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU) / ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC).

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA