მატერიალური ფასეულობების გადაცემა - ანაკ...

მატერიალური ფასეულობების გადაცემა - ანაკლია / ზუგდიდი

ყოფილმა მსჯავრდებულებმა და პრობაციონერებმა ანაკლიაში ეკონომიკური საქმიანობის განსავითარებლად მატერიალური ფასეულობები მიიღეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში 27 აპრილს ანაკლიაში გაიმართა ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ცერემონია. პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. ASB-სთან ერთად პროექტის განმახოციელებელი ორგანიზაციები არიან: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). 

ღონისძიებაზე პროექტის 13 ბენეფიციარს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები - მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვა - გადაეცა. თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება 400, 1200 და 3000 ევროს ღირებულების გახლავთ. პროექტში სამეგრელოს რეგიონიდან 50-მდე ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი იყო ჩართული. თითოეული მონაწილე დაესწრო ოთხდღიან ტრენინგს თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები”. გარდა ამისა, მონაწილეთა ნაწილმა გაიარა ორთვიანი პროფესიული გადამზადების კურსი და ბიზნესის დასაწყებად მიიღო 400 ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა მატერიალური ფასეულობის სახით, ხოლო ბენეფიციართა ნაწილმა გაიარა ბიზნეს ტრენინგი და შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო 1200 და 3000 ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა მატერიალური ფასეულობის სახით ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად. 

პროექტი - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” - შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის რეგიონში და ქ. თბილისში ხორციელდება. პროექტი 2020 წელს დასრულდება და მასში 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი მიიღებს სხვადასხვა სახის სარგებელს. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში სარგებელი უკვე მიიღო 47-მა ბენეფიციარმა. 2018 წლის შემოდგომას სამეგრელოს რეგიონში პროექტში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი დაიწყება. 

#ცვლილებებიიწყებაშენით! #EU4Justice, #EU4Georgia 

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

ბათუმი
Tel.: +995 422 227 857
E-mail: batumi@chca.org.ge

თელავი
Tel.: +995 599 862 298
E-mail: telavi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA