ბაისუბნის მცირე საოჯახო სახლის სათბური

ბაისუბნის მცირე საოჯახო სახლის სათბური

10 მაისს ბაისუბნის (ლაგოდეხი) მცირე საოჯახო სახლს ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისოს” წარმომადგენლები ესტუმრნენ. ჯგუფს მეგზურობას ჯუბა მარუაშვილი უწევდა, რომელიც გახლავთ ლაგოდეხში სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი. უცხოელმა სტუმრებმა, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით CARE-ის ოფისების ხელმძღვანელები შედიოდნენ, ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ ბაისუბნის მცირე საოჯახო სახლში მოწყობილი სათბური მოინახულეს.

სათბური 230 მ2 არის გაშენებული და მიღებული შემოსავალი ლაგოდეხის მცირე საოჯახო სახლში მცხოვრები შშმ სტატუსის მქონე ბავშვების რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას ხმარდება. სათბური სახლში მცხოვრებ მოზარდებს აძლევს ცოდნასა და ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, რომელიც სამომავლოდ მათი დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებას შეუწყობს ხელს. ბაისუბანში სათბური „ქეა საერთაშორისო კავკასიაში” ფინანსური ხელშეწყობით მოეწყო.

ბაისუბნის მცირე საოჯახო სახლი 2011 წელს გაიხსნა და დღემდე 50-მდე ბავშვს მოემსახურა. სახლში ამჟამად 8 მოზარდი ცხოვრობს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA