ევროკავშირის ხელშეწყობით დაფუძნებულ სოცი...

ევროკავშირის ხელშეწყობით დაფუძნებულ სოციალურ საწარმოში მოზარდები დასაქმდნენ

ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით ქ. თელავში დაფუძნებულ სოციალურ საწარმოში „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ 4 მოზარდი დასაქმდა, რომელთა თვიური ანაზღურება 375 ლარი გახლავთ.
 
30 მაისს თელავში ოფიციალურად აიხსნა რძის გადამამუშავებელი სოციალური საწარმო „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე, პროექტის განმახორცილებელი ორაგანიზაციების თანამშრომლები და ბენეფიციარები. 
 
სოციალური საწარმო დაფუძნდა პროექტის „მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ კოაპლიკანტ ორგანიზაციებთან ერთად (საზოგადოება „ბილიკი“, „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“) კახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახორციელებს. პროექტის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების დასაქმების ხელშეწყობა ტრენინგების, სტაჟირების და სოციალური საწარმოების დაფუძნების გზით. 
 
სოციალურ საწარმო „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ პროექტის ფარგლებში დაფუძნებული პირველი სოციალური საწარმოა. საწარმოს 17 ათასი ევროს ღირებულების რძის შოკური პასტერიზატორის დანადგარი გადაეცა, რაც მას საშუალებას მისცემს მომავალში გაზარდოს ყველის ასორტიმენტი და, აგრეთვე, სოციალურ საწარმოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. პროექტის ფარგლებში  თითოეულ სამიზნე რეგიონში 2-2 სოციალური საწარმო დაფუძნდება (ჯამში, 6 სოციალური საწარმო შეიქმნება), სადაც პროექტის 80 ბენეფიციარი სტაჟირებას გაივლის ან დასაქმდება

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA