საინფორმაციო ტური იმერეთსა და სამეგრელოშ...

საინფორმაციო ტური იმერეთსა და სამეგრელოში

28 და 29 ივნისს ქუთაისის, წყალტუბოს, სენაკსა და ფოთის დევნილთა დასახლებებში გაიმართა საინფორმაციო ტური მედიის წარმომადგენლებისათვის, რომლის მიზანი ჟურნალისტებისათვის დევნილი თემის პრობლემებისა და გამოწვევების გაცნობა გახლდთ. ჟურნალისტები ტურის ფარგლებში ეწვივნენ დევნილთა დასახლებებს. მედიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დევნილთა პრობლემებს და მიიღეს ინფორმაცია თავად დევნილი თემის წარმომადგენლებისაგან. გარდა დევნილთა დასახლებებში ვიზიტისა ჟურნალისტებს ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენელმა მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროექტზე და, ასევე, ორგანიზაციის მიერ დევნილთა მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებსა და თემში არსებულ პრობლემები/გამოწვევებზე.

პროექტის ფარგლებში დევნილთა თემში პირველადი გამოკითხვისა და მომდევნო ეტაპზე ჩატარებული ტრენინგების დროს თავად დევნილებმა დაასახელეს ადგილზე არსებული სხვადასხვა პრობლემები. დევნილი თემის აქტიური ჯგუფების წარმომადგენლებმა გაიარეს სხვადასხვა ტრენინგები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათ ეფექტურ კომუნიკაციას და პრობლემების წარმატებულად მოგვარებას. დევნილი თემის წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში ადგილზე არსებული პრობლემების გადასაჭრელად უკვე მართავენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და მრგვალი მაგიდის სხდომებს. პროექტის მიზანია დევნილი თემების ცოდნის ამაღლება, უნარ-ჩვევების განვითარება და ჩართულობის გაზრდა, რაც გულისხმობს წარმატებული ადვოკატირების პროცესის ჩატარებას თემში არსებული სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.

პროექტის დასახელება: „იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით“
განხორციელების არეალი: ქუთაისი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი.
განმახორციელებელი: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA)
დონორი: ევროპის ფონდი / შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო / დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო #უსაფრთხოდაღირსეულიგარემოდევნილებს!

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA