სასწავლო ვიზიტი ბერლინში

სასწავლო ვიზიტი ბერლინში

25-29 ივნისს ბერლინში სასწავლო ტური მოეწყო, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა და პროგრამების მენეჯერი თეა კაჭარავა დაესწრნენ. ქართული დელეგაციის წევრები გაეცვნენ გერმანიის სახელმწიფოს პოლიტიკას კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან დაკავშირებით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში ASB საქართველომ პარტნიორ ორგანიზაციებთან - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი - ერთად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის სასაწავლო ვიზიტის ორგანიზება უზრუნველყო გერმანიაში, ქალაქ ბერლინში. დელეგაცია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

სასწავლო ვიზიტი მიზნად კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის საუკეთესო პრაქტიკების გაცნობას ისახავდა. დელეგაციის წევრები ესტუმრნენ ბერლინის იუსტიციის სამინისტროს, პრობაციის სააგენტოს, არსამთავრობო ორგანიზაციებსა და ჰაიდერინგის სასჯელაღსრულების დაწესებულებას; ამასთანავე, მიიღეს ინფორმაცია ბერლინის ფედერალური სასამართლო სისტემისა და პრობაციის სერვისების შესახებ. სასწავლო ვიზიტის მონაწილეები გაეცნენ სპეციალურად სოციალური მუშაკებისთვის მომზადებულ ინტერნეტ პორტალს, არასამთავრობო ორგანიზაციის „Gangway“ სერვისებს ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის და „Stadtmission”-ს ზედამხედველობითი განსახლების სქემას.

სასწავლო ტურის შემდგომი ეტაპი მოიცავს საერთაშორისო სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, რათა შეიქმნას პლატფორმა მნიშვნელოვანი მიგნებებისა და რეკომენდაციების  გაანალიზებისა და მათზე მსჯელობისათვის. საბოლოო ჯამში, სასწავლო ვიზიტისა და სამუშაო შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობისთვის შემუშავდება რესოციალიზაციის არსებული პროგრამის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეკომენდაციების პაკეტი.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA