მცხათაში სამი რეგიონის მოზარდები შეიკრიბ...

მცხათაში სამი რეგიონის მოზარდები შეიკრიბნენ

13 სექტემბერს მცხეთაში ჩატარდა ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ პროექტის მონაწილე მოზარდები თელავიდან, გორიდან და საგურამოდან. პროექტის ფარგლებში თითოეულ ქალაქში მოზარდებისათვის ჩატარდა 2 თვიანი სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგები, რომელიც 8 სხვადასხვა თემას (ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, აღქმის სუბიექტურობა, კონფლიქტის არსი და გადაჭრის გზები, ქცევის ტიპები, ლიდერობა, გუნდურობა და თვითბრენდინგი) მოიცავდა. მცხეთაში მოზარდების შეხვედრის მიზანი, სწორედ, სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგებზე მიღებული ცოდნის განახლება და, აგრეთვე, რეგიონის ბავშვების ერთმანეთთან დამეგობრება გახლდათ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოზარდების ნაწილი გადის სხვადასხვა სტაჟირების კურსს, ნაწილი კი დასაქმებულია. შეხვედრაზე ბავშვებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ საქართველოს სამ რეგიონში (კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი) ახორციელებს საზოგადოება „ბილიკთან“ და „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიასთან“ ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავსირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA