ბრიტანელი სტუმრების ვიზიტი საქართველოში

ბრიტანელი სტუმრების ვიზიტი საქართველოში

27 და 29 სექტემბერს საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ ბრიტანელი სტუმრები ეწვივნენ - დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჩრდილოვანი მინისტრი განიარაღებისა და მშვიდობის საკითხებში ფაბიან ჰამილტონი და ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის აღმასრულებელი თავმჯდომარე ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსი. ბრიტანელ სტუმრებთან შეხვედრებს დაესწრნენ ალუ გამახარია, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" თავმჯდომარე დაარჩილ ბაკურაძე, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის თავმჯდომარე.  ️

27 სექტემბერი - თბილისი 
ბრიტანელი სტუმრები ცენტრი „აფხაზეთის“ ოფისში ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნუკრი მილორავას, აგრეთვე, ნდობის საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებს და ორგანიზაციის პარტნიორებს შეხვდნენ. ბრიტანელი სტუმრების ინტერესის სფერო ორგანიზაციის მიერ საოკუპაციო გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ნდობის აღდგენის მიმართულებით განხორციელებული პროექტები გახლდათ.  ️

29 სექტემბერი - სოფელი ხურვალეთი 
ბრიტანელი სტუმრები სოფელ ხურვალეთში ეწვივნენ მოხუცთა თავშესაფარს „სახლი საზღვრებს გარეშე“, რომელიც ცენტრი „აფხაზეთისა“ და მისი პარტნიორების მიერ 2016 დაფუძნდა. სტუმრები თავშესაფრის ბინადართა პირადი ისტორიებით დაინტერესდენ. გარდა ამისა, თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ სტუმრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავლებული მავთულხლართები დაათვალიერებინა.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA