ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვა და...

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვა და განვითარება - ტრენინგი ქუთაისში

3 სექტემბერს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ქუთაისის ოფისში დაიწყო ორდღიანი ტრენინგი თემაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვა და განვითარება“, რომელსაც დევნილთა თემში მცხოვრები ლიდერი-ახალგაზრდები ესწრებიან. ტრენინგი მოიცავს ისეთ თემებს, რომელიც აუცილებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის, მართვის და წარმატებული ფუნქციონირებისათვის.

მაგალითად:
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის არსი, ჩამოყალიბება და დარეგისტრირება;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებისა და თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები;
- კერძო საკუთრება და საერთო საკუთრება;
- საერთო საკუთრების მოვლა და განვითარება;
- ანგარიშვალდებულობა და გამჭირვალობა;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარება და სხვა.

გარდა ზემოთჩამოთვლილი თემებისა, ტრენინგებზე მონაწილეებს გაუზიარეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მართვის ქართული და გერმანული წარმატებული მაგალითები.

ტრენინგი ტარდება პროექტის „ჩემი სახლის მმართველი - ჩემი მომავლის მმართველი!“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისათვის“ (EBZ), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების გადამზადებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკითხებზე და გერმანული გამოცდილების საფუძველზე მოამზადებს „ჰაუზმასტერებს“ დევნილთა ჩასახლებებისათვის. პროექტის 10 საუკეთესო მონაწილე სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება გერმანიაში, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მუშაობის სპეციფიკასა და ადგილობრივ კანონმდებლობას გაეცნობიან.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA