სოციალური საწარმო "ელვა დელივერი"

სოციალური საწარმო "ელვა დელივერი"

9 ნოემბერს ქ. თელავში ევროკავშირის ხელშეწყობით დაფუძნებული სოციალური საწარმო „ელვა დელივერი“ ოფიციალურად გაიხსნა. საწარმოში 3 მოზარდი დასაქმდა, რომელთა თვიური ანაზღურება 375 ლარი გახლავთ.

სოციალური საწარმო „ელვა დელივერი“ ადგილობრივებსა და სტუმრებს შესთავაზებს უნიკალურ და ინოვაციურ სერვისს - საკვების ადგილზე მიტანის სერვისი, რომელიც თელავში არ არსებობდა. სოციალური საწარმოს გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, პროექტის განმახორცილებელი ორაგანიზაციის თანამშრომლები და სამივე სამიზნე რეგიონის ბენეფიციარი მოზარდები დაესწრნენ. გახსნის ღონისძიებაზე პროექტის მონაწილე მოზარდებმა საინფორმაციო აქცია მოაწყვეს მთელი ქალაქის მასშტაბით. ისინი ადგილზე ეწვივნენ სხვადასხვა დაწესებულებებს (საავადმყოფო, საპატრულო პოლიცია, სკოლა, ბანკი, სილამაზის სალონი და სხვა) და თანამშრომლებს საინფორმაციო ფლაერები გადასცეს. მოზარდებმა ყველას ადგილზე მიტანის სერვიით სარგებლობისკენ მოუწოდეს.

კახეთის ხმა" https://knews.ge/?p=34892 (ვიდეო სიუჟეტი)

სოციალური საწარმო „ელვა დელივერი“ დაფუძნდა პროექტის „მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ თანაგანმცხადებელ ორგანიზაციებთან ერთად (საზოგადოება „ბილიკი“, „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“) კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახორციელებს. პროექტის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების დასაქმების ხელშეწყობა ტრენინგების, სტაჟირებისა და სოციალური საწარმოების დაფუძნების გზით.

სოციალური საწარმო „ელვა დელივერი” პროექტის ფარგლებში დაფუძნებული მესამე სოციალური საწარმოა. საწარმოს 17 ათასი ევროს ღირებულების ადგილზე მიტანის სერვისისთვის აუცილებელი საშუალებები გადაეცა - მოპედები, საცხობი ღუმელები, სამზარეულოს ინვენტარი და სხვა, რაც სოციალური საწარმოს მესვეურთ საშუალებას მისცემს მომავალში გაზარდონ სოციალურ საწარმოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და, ასევე, სამუშაო პროცესი გახადონ ეფექტური, მოიზიდონ მომხმარებელთა ფართო რაოდენობა და გაზარდონ სოციალური საწარმოს შემოსავლები.

ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში თითოეულ სამიზნე რეგიონში 2-2 სოციალური საწარმო დაფუძნდება (ჯამში, 6 სოციალური საწარმო შეიქმნება), სადაც პროექტის ბენეფიციარები სტაჟირებას გაივლიან და დასაქმდებიან.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA