13-მა ყოფილმა პატიმარმა ზუგდიდში მატერია...

13-მა ყოფილმა პატიმარმა ზუგდიდში მატერიალური ფასეულობები მიიღო

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ზუგდიდის ოფისში 21 მარტს გაიმართა ღონისძიება, რომელზეც 13 ყოფილ პატიმარს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები - მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები/ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვა - გადასცეს. თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება 2000-5000 ლარის მოცულობის გახლავთ. ყოფილი პატიმრები მიღებული გრანტით შეძლებენ საკუთარი იდეის განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით - სოფლის მეურნეობა, მომსახურება, წარმოება და სხვა. ღონისძიებაზე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 13 ყოფილ პატიმარს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“  წარმომადგენლები შეხვდნენ და მატერიალურ ფასეულობები თავად გადასცეს.

პროექტს „ყოფილ პატიმართა ბიზნეს ინიციატივათა მხარდაჭერა“ საქველმოქმედო ჰუმანიატარული ცენტრი „აფხაზეთი“ იუსტიციის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით 2018 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს. პროექტის მონაწილეები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარები არიან. პროექტის მიზანია ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია, ეკონომიკური მხარდაჭერა, დასაქმების ხელშეწყობა და ოჯახის გაძლიერება.

პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 100-მა ყოფილმა პატიმარმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მონაწილემ გაიარა ბიზნესის მართვისა და ბიზნეს გეგმის შედგენის სამდღიანი ტრენინგი, რომლის დასრულების შემდეგ მათ საგრანტო კომიტეტს საკუთარი ბიზნეს გეგმა წარუდგინეს. საგრანტო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები შედიოდნენ 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაამტკიცეს დასაფინანსებლად (სამეგრელო - 13 ბენეფიციარი, იმერეთი - 4, აჭარა - 2, კახეთი - 2, შიდა ქართლი - 4, ქვემო ქართლი - 1, მცხეთა-მთიანეთი - 2, თბილისი - 6).

ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანი იმ ყოფილ პატიმრებზე ზრუნვა გახლავთ, რომლებიც პრობაციის სერვისების მიღმა არიან და სახელმწიფოს მხრიდან რესოციალიზაციის მიზნებისთვის მხარდაჭერას ვერ იღებდნენ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ შექმნილი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყოფილი პატიმრების დახმარების და მათზე ზრუნვის პირველი პრეცედენტი გახლავთ. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ იუსტიციის სამინისტროსთან 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA