პროექტის დახურვა – საქველმოქმედო გამოფენ...

პროექტის დახურვა – საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

4 ივნისს, ზუგდიდის ტექნოპარკში, გაიმართა ქართველი მონაწილეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაათვალიერებინათ და სიმბოლურ ფაასად შეეძინათ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები - სამკაულები, აქსესუარები, დეკორატიული ნივთები და სხვა. ღონისძიება საქველმოქმედო გახლდთ და გაყიდული ნივთებისგან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

ეკა დანელია პროექტის ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ. ის სოხუმიდან დევნილია და ამჟამად ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ინგირში მშობლებთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ეკა სამი თვე პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ხელსაქმეს სწავლობდა და დღეს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია პოლიმერული თიხით გაფორმებული აქსესუარების გაკეთება. „ხელსაქმე ყოველთვის მომწონდა. პროექტში ჩართვამდე დაძველებული ხის მასალებით სანათებს ვაკეთებდი, ბისერებით ვქარგავდი, ამიტომ პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ჩემთვის მარტივი აღმოჩნდა. სწავლის დაწყებიდან ერთ თვეში დამოუკიდებლად დავიწყე თმის სამაგრების, გულსაკიდების და ჭიქების გაფორმება. დღეს სვანეთის სიმბოლოებით გაფორმებული ჭიქები მესტიაში, სუვენირების მაღაზიაში იყიდება. მომხმარებლები ფეისბუკითაც მიკავშირდებიან და ნაწარმის რეალიზებას ამ გზითც ვახერხებ“, - ამბობს ეკა დანელია.

პროექტში ჩართული იყო 40-მდე ახალგაზრდა გოგო, რომლებიც სხვადასხვა ხელსაქმეს - სუტაჟი, პოლიმერული თიხა, ბისერებიტ ქარგვა, გამოყენებითი ხელოვნება - 4 თვის მანძილზე ეუფლებოდნენ. პროექტი ანალოგიური ფორმატით აფხაზეთშიც განხორციელდა. ქართველ და აფხაზ ახალგაზრდა ქალებს ერთმანეთთან კომუნიკაცია სოციალური ქსელებისა და სკაიპს დახმარებით ჰქონდათ, რომლის დროსაც ერთმანეთს გამოცდილებას, გაკვეთილებზე მიღებულ შთაბეჭდილებასა და ცოდნას უზიარებდნენ.

ნათია ჭანკვეტაძე, პროექტის მენეჯერი: „პროექტს აქვს გრძელვადიანი შედეგი. ჩვენ ამ პროექტს მეორე წელია ვახორციელებთ. ჩვენი მონაწილეები პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ მუშაობას. მათ დააფუძნეს ორგანიზაცია „ხელები მშვიდობისათვის“, სადაც მუდმივმოქმედი სახელოსნო ახალგაზრდა გოგონებს სხვადასხვა ხელსაქმეს შეასწავლის. გარდა ამისა, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ხელსაქმის ჯგუფებში ჩართულმა გოგოებმა დაამყარეს კომუნიკაცია, რომელსაც მომავალშიც გააგრძელებენ“.

პროექტი განხორციელდა „ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პელობა შეისწავლეს.როგრამის" (The Black Sea Trust for Regional Cooperation, A Project of The German Marshall Fund of the United States, Robert Bosch Fund) ფინანსური ხელშეწყობით.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA