მატერიალური ფასეულებების გადაცემა - ზუგდ...

მატერიალური ფასეულებების გადაცემა - ზუგდიდი

5 ივლისს, ზუგდიდში დადიანების სასახლის მიმდებარედ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სამეგრელოში მცხოვრებ 37 დევნილსა და მასპინძელი თემის წარმომადგენელს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან გასავითარებლად სხვადასხვა საშუალებები გადასცა.
 
მანქანა-დანადგარები
ხელსაწყოები
სამუშაო იარაღები და ინვენტარი
წარმოების საშუალებები 
და სხვა
 
პროექტში სამეგრელოს რეგიონიდან 100-მდე დევნილი და ადგილობრივი მეწარმე იყო ჩართული. მონაწილეებმა გაიარეს ბიზნეს იდეების კონკურსი, ბიზნეს გეგმის შედგენისა და სოციალური უნარების ხუთდღიანი ტრენინგი და, საბოლოოდ კი, საგრანტო კომიტეტის მიერ 37 ბიზნეს იდეის ავტორი სხვადასხვა სამართავი საშუალებებით დაფინანსდა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორი ორგანიზაციისა და განმახროციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები და ბენეფიციარები.
 
პროექტი "დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური განვითარება საქართველოში" დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) მიერ. პროექტს ახორციელებს ASB საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი".

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA