ზრდა აგრძელებს ადგილობრივი მეწარმეების მ...

ზრდა აგრძელებს ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას

ეკატერინე ფარულავა აფხაზეთიდანაა და ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს. მან 5000 ლარის ოდენობის უპროცენტო სესხი 2019 წლის სექტემბერში მიიღო და თანხა ცუკატების მინისაწარმოს ფართის კეთილმოწყობისთვის გამოიყენა. ეკატერინეს ბოსტნეულიდან ახალი პროდუქტის დამზადების იდეა გაუჩნდა და საქმიანობა ოჯახურ გარემოში წამოიყო. პროდუქტზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტა ცუკატების მინი საწარმოს გახსნა. „ზრდის“ ფარგლებში მიღებული უპროცენტო სესხით მან ახალი ფართი მოაწყო.
 
„მომხმარებლის რაოდენობა და პროდუქციის ცნობადობა ბოლო 6 თვეში საგრძნობლად გაიზარდა. მონაწილეობას ვღებულობ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ფესტივალებსა და გამოფენა-გაყიდვებში (ხაჭაპური ფესტივალი რუხში, EXPO Georgia და EXPO Batumi). უახლოეს მომავალში ვგეგმავ სურსათის კვებითი ღირებულების სერტიფიკატის აღებას, რაც ცუკატების ქსელურ სუპერმარკეტებში რეალიზების შესაძლებლობას მომცემს. ბიზნესი წარმატებით ვითარდება და ერთ წელიწადში გამართული, მომგებიანი და კონკურენტუნარიანი ცუკატების საწარმო მექნება.“
 
„პროექტი ზრდა საქართველოში“ ცენტრი "აფხაზეთის" მიერ სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონში ხორციელდება. USAID/Zrda-ს ფარგლებში გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა. „ზრდა“ 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. პროექტს ცენტრი „აფხაზეთი“ „ქემონიქს ინტერნეიშენალთან“ პარტნიორობითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 150 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA