სამეგრელოში მცხოვრებ ადგილობრივ და აფხაზ...

სამეგრელოში მცხოვრებ ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს ტრენინგები უტარდებათ

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ორგანიზებით, ზუგდიდის საარსებო წყაროების განვითარების ცენტრსა და რუხის ინოვაციური განვითარების ცენტრში, რომელიც აფხაზეთის ა/რ გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ბიზნეს გეგმის შედგენისა და სოციალური უნარების ხუთდღიანი ტრენინგების კურსი მიმდინარეობს. ტრენინგებში მონაწილეობენ მეწარმეები აფხაზეთიდან და სამეგრელოს რეგიონშიდან.

ტრენინგებში მონაწილე 100-მდე მეწარმე კურსის დასრულების შემდეგ საგრანტო კონკურსში ჩაერთვებიან და საუკეთესო ბიზნესიდეის ავტორები საშუალოდ 2000 დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებენ საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად.

დავით გუჩუა, პროექტის მენეჯერი: „ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნეს საქმიანობით დაინტერესებული ადამიანების ეკონომიკურ გაძლიერებას. ტრენინგების თითოეულ ჯგუფში მონაწილეობენ დევნილები და მასპინძელი თემის წარმომადგენლები. ჩვენ მათი ერთჯგუფში გაერთიანებით გვინდა ხელი შევუწყოთ მათ დაახლობას, იდეების ურთიერთგაცვლას. ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი თუ ეს თემები ერთმანეთს შემდგომშიც დაუკავშირდებიან და საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთში გაცვლიან“.

ტრენინგების კურსი 22 იანვარს დაიწო და 17 თებერვალს დასრულდება. პროექტს ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და ASB საქართველო. პროექტის დონორია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო (BPRM).

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA