საინფორმაციო შეხვედრები მეწარმეებთან - გ...

საინფორმაციო შეხვედრები მეწარმეებთან - გორი / ზუგდიდში

20-21 თებერვალს გორსა და ზუგდიდში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, რომელსაც შიდა ქართლის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები მეწარმეები დაესწრნენ. შეხვედრაზე ადგილობრივმა მეწარმეებმა მიიღეს ინფორმაცია „ზრდა“ პროექტის უპროცენტო სესხების შესახებ.
 
პროექტის მენეჯერმა, დავით გუჩუამ, სტუმრებს პროექტის ფარგლებში არსებული შესაძლებლობები გააცნო. მეწარმეებს პროექტის ფარგლებში აქვთ შესაძლებლობა მიიღონ 5,000 ლარამდე თანხა და განავითარონ საკუთარი ბიზნეს საქმიანობა სოფლის მეურნეობის, მომსახურების და ტურიზმის მიმართულებით. საინფორმაციო შეხვედრის შემდგომ ეტაპზე დაინტერესებული მეწარმეები ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ შეთავაზებულ აპლიკაციებს შეავსებენ, ბიზნეს ტრენინგებს გაივლიან და, ბოლოს, საუკეთესო ბიზნეს წინადადების 30-მდე ავტორი მიმდინარე წლის აპრილში სასესხო კომიტეტის გადაწყვეტილებით უპროცენტო სესხს მიიღებს. 
 
პროგრამა „პროექტი ზრდა საქართველოში“ ცენტრი აფხაზეთის მიერ სამეგრელო ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონში ხორციელდება. „ზრდას“ ფარგლებში აფხაზეთის ა/რ და სამხრეთ ოსეთის / სამაჩაბლოს გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრებ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5,000 ლარამდე მოცულობის უპროცენტო სესხი. პროექტს ცენტრი „აფხაზეთი“ „ქემონიქს ინტერნეიშენალთან“ პარტნიორობითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA