საკვები პროდუქტები მოხუცებისათვის

საკვები პროდუქტები მოხუცებისათვის

მარტოხელა და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი მოხუცებისათვის ძირითადი საკვები პროდუქტების პაკეტები მომზადდა, რომელიც ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლებმა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ბენეფიციარებს ადგილზე გადასცეს.
 
საკვები პროდუქტებით დახმარებისა და კოვიდ-19 წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი დევნილთა სათემო ორგანიზაციების ლიდერები, რომლებთანაც ცენტრი „აფხაზეთი“ წარმატებით თანამშრომლობს. მათი გაძლიერება და განვითარება სწორედ ორგანიზაციის მიერ წლების მანძილზე ხორციელდებოდა. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში ორგანიზაცია მუდმივად აწარმოებს სათემო ლიდერებთან კომუნიკაციას და თემში არსებული მდგომარეობის (სოციალურად დაუცველი, მარტოხელა მოხუცები, სანიტარული პირობები, წყლით უზრუნველყოფა და სხვა) შესახებ ღებულობს ინფორმაციას.

საქართველოში 291.000 იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი) ცხოვრობს. 40.000 დევნილი კი დღესაც მძიმე და საცხოვრებლად უვარგის ცენტრებში (411) ცხოვრობს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA