COVID-19 წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებე...

COVID-19 წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები - ახალი სოფელი, ზუგდიდი

დევნილთა კოლექტიურ ცენტრში კოვიდ 19 წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები განხორციელდა - ახალი სოფელი, ზუგდიდი
 
1 აპრილს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები ახალ სოფელში მდებარე დევნილთა დასახლებას ეწვივნენ და კორონავირუსის საწინააღმდეგო მოქმედებები ჩაატარეს, ამასთან, თითოეულ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. ახალი სოფლის დევნილთა კოლექტიურ ცენტრში აფხაზეთიდან დევნილი 9 ოჯახი ცხოვრობს. დევნილების შემოსავლის ძირითადი წყარო სოციალური შემწეობიდან და დევნილთა დახმარებიდან მიღებული თანხებია. ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლებმა კორპუსის ეზო, სადარბაზოები და სარდაფები სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს და დევნილებს საერთო მოხმარების ჰიგიენური საშუალებები (სადეზინფექციო ხსნარები, თხევადი საპონი, დისპენსერი, შესაშხურებელი აპარატი, ტილო, ჰიგიენური ქლორი, სარეცხი ფხვნილი, ჩვრები, ღრუბელი და სხვა) გადასცეს. კოვიდ 19 წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვნენ დევნილთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ცენტრი „აფხაზეთი“ მუდმივად აწარმოებს სათემო ლიდერებთან სატელეფონო კომუნიკაციას და თემში არსებული მდგომარეობის (სოციალურად დაუცველი, მარტოხელა მოხუცები, სანიტარული პირობები, წყლით უზრუნველყოფა და სხვა) შესახებ ღებულობს ინფორმაციას.
 
ახალ სოფელში განხორციელებული ღონისძიებები პილოტური ხასითის გახლდათ. მსგავს ღონისძიებებს ორგანიზაცია დევნილთა რამდენიმე კოლექტიურ ცენტრებში ერთი კვირის მანძილზე განახორციელებს.
 
საქართველოში 291.000 იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი) ცხოვრობს. 40.000 დევნილი კი დღესაც მძიმე და საცხოვრებლად უვარგის ცენტრებში (411) ცხოვრობს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA