CHCA აგრძელებს COVID-19 წინააღმდეგ მუშა...

CHCA აგრძელებს COVID-19 წინააღმდეგ მუშაობას!

პანდემიის პირობებში მუშაობის საგანგებო რეჯიმზე გადავიდა ზუგდიდის ოფისი. საარსებო წყაროების განვითარების პროექტის თანამშრომლები დახმარებას უწევენ დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ეხმარებიან რა პირველადი ჰიგიენური საშუალებებით, საკვები პროდუქტებით და, ასევე, ორგანიზაცია აქტიურად აწარმოებს სადეზინფექციო სამუშაოებს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში.
 
მადლობა თქვენ თავდაუზოგავი და დაუღალავი მხარდაჭერისთვის!
დღეს, როცა ორგანიზაციების უდიდესი უმრავლესობა გაჩერებული ან გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, თქვენ არცერთი დღე შეგიწყვეტიათ საქმიანობა და მხარში უდგახართ ჩვენს დევნილ მოსახლეობას, გასაჭირში მყოფ და ულუკმაპუროდ დარჩენილ მოხუცებს და სოციალურად დაუცველებს. მადლობა თქვენ, რომ იცავთ ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ყველა წესს, უფრთხილდებით რა ამით საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას.
 
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ამაყობს თქვენით; გულახდილად, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ამაყობს თქვენით. დღეს თქვენ მიერ გაწეული საქმიანობა გმირობის ტოლფასია, ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს რეალობაა.


მადლობა ირაკლი ქოჩუას 
მადლობა ლაშა ქირიას
მადლობა ბაჩანა ქანთარიას 
მადლობა ჩვენი გუნდის ახალ წევრებს
მაკა ჭკადუას
ლექსო აკობიას
გიგა მაქაცარიას

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და გვჯერა, წარმატებით დავძლევთ სამყაროს ახალ გამოწვევას! ჩვენ გამოვიარეთ ომი აფხაზეთში, გამოვიარეთ 2008 წლის ომი რუსეთთან. ორგანიზაციამ 25 წლიანი არსებობის მანძილზე დააგროვა უზარმაზარი გამოცდილება და გვჯერა, ამ ახალ გამოწვევას გავუმკლავდებით!
 
გისურვებთ ჯანმრთელობას

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA