COVID-19 საწინააღმდეგო ღონისძიებები დევნ...

COVID-19 საწინააღმდეგო ღონისძიებები დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში

საქართველოში 40.000 დევნილი არასათანადო პირობებში ცხოვრობს
 
ცენტრმა „აფხაზეთმა“ ზუგდიდის, ქუთაისის და ზუგდიდის ოფისებში სათემო ორგანიზაციების ლიდერებისათვის, რომლებიც დევნილთა კოლექტიური ცენტრების წარმომადგენლები არიან, საინფორმაციო სემინარების ცატარება დაიწყო. პროექტის რეგიონულმა კოორდინატორებმა მონაწილეებს კორონავირუსის თემაზე ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს და გააცნეს ის ძირითადი საკითხები და რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია დღეს არსებული საყოველთაო პანდემიის პირობებში. გარდა ამისა, CHCA მიერ გრძელდება ყოველკვირეული სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში. ორგანიზაციის სპეციალიზებული ჯგუფი სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებს საერთო მოხმარების ადგილებს და სველ წერტილებს (ფოიე, დერეფანი, კიბეები, საერთო საპირფარეშოები და სხვა).
საერთო ჯამში, პროექტის „COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებშიფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 100 დევნილთა კოლექტიური ცენტრია ჩართული. თითეულ ცენტრში ხუთი თვის მანძილზე სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება - პირველადი ჰიგიენური საშუალებებისა და სასურსათო პროდუქტების დარიგება, სველი წერტილების რეაბილიტაცია, საინფორმაციო კამპანია და სემინარები და სხვა. პროექტს ცენტრი „აფხაზეთი“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში ახორციელებს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA