UNDP ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი CHCA ეწვ...

UNDP ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი CHCA ეწვია - 25 მაისი, ზუგდიდი

საქართველოში 40.000 ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს.

UNDP საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ზუგდიდის ოფისს ეწვია და COVID-19 საწინააღმდეგოდ მიმართულ ღონისძიებებს დაესწრო.

ცენტრი „აფხაზეთი“ UNDP ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს სამ რეგიონში, დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტრში, COVID-19 წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ახორციელებს. სტუმარს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნუკრი მილორავამ უმასპიძლა. მათ ერთად გაიარეს ყველა ის აქტივობა და ღონისძიება, რომელსაც ზუგდიდის ოფისის თანამშრომლები პროექტის ფარგლებში დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ყოველკვირეულად ახორციელებენ.

ქალბატონი ლუიზა ვინტონი ზუგდიდში მდებარე ვექტორის დასახლებას ეწვია და ადგილზე დაესწრო კვლევის პროცესს. რამდენიმე დევნილ ოჯახს თავად გაესაუბრა და მიიღო ინფორმაცია მათ საჭიროებებზე და პრობლემებზე. ვექტორის დასახლება 5 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს, რომლშიც, საერთო ჯამში, 45 ოჯახი ცხოვრობს. დევნილები სარგებლობენ საერთო საპირფაროშოებით და საცხოვრებელი პირობები კორპუსებში უკიდურესად მძიმეა. მაცხოვრებლების უდიდესი უმრავლესობა უკიდურეს სღარიბესა და სიდუხჭირეში ცხოვრობს.

ცენტრი „აფხაზეთის“ ზუგდიდის ოფისში გამოფენილი იყო დახმარების ის საშუალებები, რომლებსაც კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები დევნილები ამ ეტაპზე ღებულობენ:
- პირველადი საკვები პროდუქტები
- ჰგიენური საშუალებები საერთო მოხმარების ადგილების დასასუფთავებლად
- ჰიგიენური საშუალებები ინდივიდუალური მოხმარებისთვის

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ყოველკვირეულად ტარდება საერთო მოხმარების ადგილებისა და სველი წერტილების დეზინფექცია. ასევე, დევნილი თემის ლიდერები ესწრებიან COVID-19 თემაზე სემინარებს და კოლექტიურ ცენტრებში გასავრცელებლად ღებულობენ სხვადასხვა სახის პუბლიკაციებს.


პროექტს - „COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში” - ცენტრი „აფხაზეთი“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში ახორციელებს. პროექტში ჩართულია დევნილთა 100 კოლექტიური ცენტრი.

მეტი სურათი იხილეთ აქ

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA