მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია - 26 მ...

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია - 26 მაისი, რუხი / ზუგდიდი

მულტიფუნქციური სერვისცენტრი ,,ჩემი მორდუ - რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი აშენდება
 
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრს “ჩემი მორდუ“ ააშენებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ მოაწერეს.
 
მულტიფუნქციური სერვისცენტრი ,,ჩემი მორდუ“ მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების (ხანდაზმულები და ბავშვები) დახმარებას და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. მულტიფუნქციური სერვისცენტრი ფუნქციონირებას საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანიტარული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის სრული დაცვით დაიწყებს. მის განხორციელებაში ჩართულები იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და ორგანიზაციები.
 
„ჩემი მორდუ“ ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და 24-საათიანი მზრუნველობის გაწევა მიუსაფარი ხანდაზმულებისათვის. გარდა ამისა, ცენტრში მომსახურებას მიიღებენ 6-დან 18 წლამდე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდები და ბავშვები.
 
“რუხში არსებული შენობა, საინვესტიციო ვალდებულებით, აღნაგობის უფლებით, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთსგადაეცა, სადაც ისინი ნახევარ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ. აქ დაახლოებით 6 თვეში მოეწყობა პირველი სართული, ხოლო მას შემდეგ რაც ამბულატორიისთვის ახალი შენობა აშენდება რუხის ცენტრში, მოხდება შენობის სრული აღჭურვა, - განაცხადა გიორგი შენგელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა.
 
საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნუკრი მილორავას ინფორმაციით, ეს იქნება სივრცე, სადაც თავშესაფრისა და მზრუნველობის გარეშე დარჩენილი მოხუცები და ბავშვები, ჯამში 100 ბენეფიციარი, სხვადასხვა სახის მომსახურებას მიიღებენ.
 
„პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება 3 სოციალური ინსტიტუციის შექმნა - 24-საათიანი მზრუნველობის გაწევა მიუსაფარი ხანდაზმულებისათვის; ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის; შშმ პირთა დღის ცენტრის დფუძნებამულტიფუნქციური სერვის ცენტრის განხორციელებით ჩვენ მივიღებთ რეაბილიტირებულ და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობას, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ გადაეცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა ნუკრი მილორავამ.
 
რუხის სერვისცენტრში დაახლოებით 25 ადამიანი დასაქმდება, რომლებსაც კონკურსის საფუძველზე ცენტრი „აფხაზეთი“ შეარჩევს. პროექტის მესვეურების განცხადებით მულტიფუნქციური სერვის ცენტრი „ჩემი მორდუ“ მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში განხორციელდება და ცენტრის სერვისებით სარგებლობას აფაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებიც შეძლებენ. სოფელი რუხი აფხაზეთის ა/რ გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელია. რუხის სერვისცენტრში სტაჟირებას გაივლიან, ასევე, სამუშაო პროცესს და სერვისების სტანდარტებს გაეცნობიან აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სპეციალისტები. პროექტის ავტორების განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტის ტრანსფორმაციის ფაზაში შესაძლებელი იქნება პროექტის რე-აპლიკაცია გალსა და ოჩამჩირეში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA