CHCA – კვლევა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებ...

CHCA – კვლევა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში

საქართველოში 40.000 ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში კვლევას ატარებს. სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებს ადგილზე სწავლობენ COVID-19 კრიზისის შესაბამისი საკვლევი ინსტრუმენტის მეშვეობით.

ქეთი ქიმოსტელი, ცენტრი “აფხაზეთის" სოციალური პროგრამების მენეჯერი:
„დევნილთა კოლექციურ ცენტრებში არის უკიდურესად მძიმე ვითარება, დევნილები ცხოვრობენ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშ გარემოში. კორონავირუსმა მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ჩვენ ძირითადად მოწყვლად ჯგუფებს - შშმ პირები (გადაადგილებისა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე), მარტოხელა მოხუცები, ორსული ქალები / ჩვილ ბავშვთა დედები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები - ვიკვლევთ, თუმცა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილთა უდიდესი უმრავლესობა უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს“.

ცენტრი „აფხაზეთი“ COVID-19 საწინააღმდეგო ღონისძიებებს საქართველოს სამ რეგიონში - შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო მუშაობს - ახორციელებს. ამ ეტაპზე დევნილთა 300-ზე მეტი ოჯახია გამოკვლეული, პროექტის ფარგლებში კი 500 ოჯახის გამოკვლევა და შესწავლა მოხდება. კვლევის შედეგად გამოვლენილი ოჯახები სხვადასხვა სახის დახმარებებს მიიღებენ.

„გამოკვლეულ დევნილ ოჯახებს პირველადი საკვები პროდუქტებსა და ჰიგიენურ/სადეზინფექციო საშუალებების ნაკრებს გადავცემთ. გარდა ამისა, კვლევის შედეგების შესაბამისად ექსპერტების მიერ მოხდება ბენეფიციარების რეფერირება სხვადასხვა სოციალურ სერვისებში (შინმოვლის სერვისი, სამედიცინო და ამბულატორიული გამოკლვლევები, მედიკამენტებსა და სამედიცინო-ტექნიკურ აღჭურვილობზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვა)“, - ქეთი ქიმოსტელი.

პროექტს - „COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში” - ცენტრი „აფხაზეთი“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში ახორციელებს. პროექტში ჩართულია დევნილთა 100 კოლექტიური ცენტრი. პროექტი სექტემბერში დასრულდება.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA