დევნილებმა საკვები პროდუქტები მიიღეს - ზ...

დევნილებმა საკვები პროდუქტები მიიღეს - ზუგდიდი

საქართველოში 40.000 ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს.

29 ივლისს, ზუგდიდში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებმა დევნილებმა პრველადი საკვები პროდუქტები მიიღეს. სამეგრელოს რეგიონში საკვებ პროდუქტებს 150 ოჯახი მიიღებს. ოჯახები ძირითადად შეირჩნენ ორი კრიტერიუმის მიხედვით - 1. ოჯახის წევრთა რაოდენობა და ეკონომიკური ბალანსი. 2. ოჯახის დამოკიდებულება სოციალურ სერვისებზე.
 
ქეთევან ქიმოსტელი, სოციალური პროგრამის მენეჯერი:
„ჩვენ სამიზნე კოლექტიურ ცენტრებში დევნილთა უდიდესი ნაწილი სიდუხჭირესა და სიღარიბეში ცხოვრობს. ყველა ეს ოჯახი დღეს გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. თუმცა, ჩვენ შეზღუდულნი ვართ რესურსებში და კვლევის ფარგლებში მხოლოს უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ოთხი კატეგორიის ჯგუფი (შშმ პირები, მარტოხელა მოხუცები, ორსული ქალები / ჩვილ ბავშვთა დედები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები) მოვიცავით და გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ოჯახები/ადამიანები, სწორედ, ჩვენ მიერ შემუშავებული სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით შევარჩიეთ. კვლევის დროს კითხვაზე, ბოლო 3 ან/და 12 თვის მანძილზე თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს დაუძინია თუ არა მშიერს, უმეტესობა გვპასუხობდა დადებითად.“
 
კვლევის ფარგლებში, 100 სამიზნე კოლექტიურ ცენტრში მოხდა 500 ოჯახის გამოკითხვა/შესწავლა და, მათ შორის, 300 უკიდურესად შეჭირვებული ოჯახი სხვადასხვა სახის დახმარებას მიიღებს (სამეგრელოს რეგიონი - 150, იმერეთი და შიდა ქართლი - 75-75). ცენტრმა „აფხაზეთმა“ აპრილში, ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში, დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტრში მუშაობა დაიწყო, რათა პანდემიის გავრცელების პრევენცია მოეხდინა იმ ჯგუფებში, რომლებიც ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან. პირველ ეტაპზე, კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილები მომარაგდნენ საერთო მოხმარების ჰიგიენური საშუალებებითა და სადეზინფექციო ინვენტარით, თემის ლიდერები გადამზადნენ კორონავირუსის/ლიდერობის თემებზე და სხვა.
 
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ UNDP-ის მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში, დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტრში, COVID-19 წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ახორციელებს. მათ შორის, 50 კოლექტიური ცენტრი მდებარეობს სამეგრელოში, ხოლო 25-25 კოლექტიური ცენტრი იმერეთსა და შიდა ქართლში. 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA