შინმოვლის სერვისი ხანდაზმულებისათვის

შინმოვლის სერვისი ხანდაზმულებისათვის

ცენტრმა „აფხაზეთმა“ ზუგდიდში მცხოვრები ხანდაზმულებისათვის შინმოვლის სერვისი აამოქმედა. საწყის ეტაპზე სამედიცინო სახის მომსახურებას დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები მოხუცები მიიღებენ. მარტოხელა, თვითმოვლის უუნარო, ქრონიკული დაავადების მქონე მოხუცებს სამედიცინო სახის მომსახურებას სახლებში პროფესიონალები უწევენ.
 
ნათია ბოლოთაშვილი, შინმოვლის სერვისის კოორდინატორი: „თითოეული მოხუცისთვის ჩვენ ინდივიდუალური მომსახურების გეგმა შევადგინეთ. ჩვენი წარმომადგენლები ვიზიტებს საჭიროებისამებრ კვირაში 2-3-ჯერ ახორციელებენ. ბენეფიციარები ძირითადად მარტოხელა ხანდაზმულები არიან, რომლებსაც ჰიგიენურ პროცედურებში დახმარება, მასაჟი, ოთახის მოწესრიგება, წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების მიტანა სჭირდებათ. მათ აქვთ ჩვენი იმედი, გადარჩენას ხედავენ ჩვენს ექთნებში, არიან ძლიან კეთილგანწყობილები. შინმოვლის სერვისი მათ არასოდეს მიუღიათ“.
 
ამ ეტაპზე, ცენტრი „აფხაზეთი“ შინმოვლის სერვისს ზუგდიდში დევნილთა 5 კოლექტიურ ცენტრში 20 ხანდაზმულს მიაწვდის. სერვისის მიწოდება 15 აგვისტოს დაიწყო და სამი თვე გაგრძელდება.
 
პროექტი - „COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში”
დონორი - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA