ზუგდიდში მცხოვრები ხანდაზმულებისათვის ში...

ზუგდიდში მცხოვრები ხანდაზმულებისათვის შინმოვლის სერვისი ამოქმედდა

ცენტრმა „აფხაზეთმა“ ზუგდიდში მცხოვრები ხანდაზმულებისათვის შინმოვლის სერვისი აამოქმედა. პროექტის ფარგლებში  სამედიცინო სახის მომსახურებას დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ  მოხუცებს უწევენ. მარტოხელა, თვითმოვლის უუნარო, ქრონიკული დაავადების მქონე მოხუცებს სამედიცინო სახის მომსახურებას სახლებში კომპეტენტური პერსონალი ასრულებს. ვიზიტები ბენეფიციარებთან კვირაში  2-3 ჯერ ხორციელდება. ბენეფიციარები ძირითადად მარტოხელა ხანდაზმულები არიან, რომლებსაც ჰიგიენურ პროცედურებში დახმარება, მასაჟი, ოთახის მოწესრიგება, წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების მიტანა სჭირდებათ. ამ ეტაპზე, ცენტრი „აფხაზეთი“ შინმოვლის სერვისს ზუგდიდში დევნილთა 5 კოლექტიურ ცენტრში 21  ხანდაზმულისთვის ახორციელებს, პროგრამა 15 აგვისტოდან დაიწყო. ცენტრი აფხაზეთი ამ ეტაპზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან რეფერირების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან პროექტის დასრულების შემდეგ, სერვისი მუნიციპალიტეტმა გააგრძელოს.მერიაში აცხადებენ, რომ  ბენეფიციარები სერვისის გარეშე არ დარჩებიან და მერიის პროგრამაში ჩერთვებიან.

პროექტი – „COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში”გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA